პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში

შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი დღეს ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ქარელში მიმდინარეობს ჭავჭავაძის, თამარ მეფისა და ეგნატე ნინოშვილის ქუჩებზე არსებული 15 შენობის ფასადის განახლება და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე, ახალი საცურაო აუზიც დაათვალიერა. პროექტის მიხედვით, სპორტულ კომპლექსში იქნება ორი საცურაო აუზი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი. პროექტის ღირებულება 5.6 მლნ ლარს შეადგენს. ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.