პრემიერ-მინისტრი პარლამენტში

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ. სხდომათა დარბაზში ამ წუთებში შესვენება გამოცხადდა, მანამდე კი დებატები გაიმართა. კანონმდებლების წინაშე უკვე წარდგა პრემიერი და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. საუბარი შეეხო ქვეყნის საგარეო კურსსა და ევროინტეგრაციის გზას, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესსა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. სხდომათა დარბაზში ისმოდა ურთიერთბრალდებები და კრიტიკა.

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ