პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. საუბარი შეეხო ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.

აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი და უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე.