არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმა მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ირაკლი კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში, რომელსაც 140-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ისმენდა, ყურადღება გაამახვილა კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელმისაწვდომობასა და გლობალური კავშირების განვითარებაზე – ამ კონტექსტში პრემიერმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სტრატეგიულ მდებარეობაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ საქართველო ემირატებთან რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში პარტნიორობას გააძლიერებს. პარალელურად პრემიერმა და სამთავრობო დელეგაციამ არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასთან ერთად, განხილვის თემა იყო უცხოური ინვესტიციები.
„მოამბე“ დუბაიდან – პრემიერის ვიზიტს სალომე ქოქიაშვილი აშუქებს.