პრემიერ-მინისტრი მცხეთა-მთიანეთში 

21:58, 22.09.2025

მასშტაბური პროექტი, რომელმაც გუდაური-კობის მონაკვეთზე არსებული მრავალწლიანი პრობლემა უნდა მოაგვაროს.

პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვია და ქვეშეთი-კობის ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი, რომლის დასრულებაც წელიწად-ნახევარში იგეგმება, ლარსისკენ მიმავალ გზაზე საცობებითა და უამინდობით გამოწვეული შეფერხებები სრულად უნდა აღმოფხვრას. მთავრობის მეთაურმა რეგიონში უკვე დასრულებული და მიმდინარე სხვა პროექტებიც დაათვალიერა. შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მოსახლეობასთან. მცხეთა-მთიანეთი რიგით  მეექვსე რეგიონია, სადაც ირაკლი კობახიძე ბოლო კვირების განმავლობაში იმყოფებოდა.

მსგავსი