საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა. იმედი გამოითქვა, რომ რეგიონში მშვიდობა მოკლე ვადაში აღდგება და ხაზი გაესვა სტაბილურობის მნიშვნელობას. განიხილეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები.