პრემიერ-მინისტრი იმერეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი დღეს ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებულ მე-4 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ. სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. სკოლის შენობა, 1040 მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. ამასთან, კეთილმოწყობილია ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. შენობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: დამონტაჟდა ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სკოლის გარე სივრცე და სპორტული მოედანი.