პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს 81-ე სესიის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს. ირაკლი კობახიძე ქვეყნის მიღწევებზე, მიმდინარე გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ პროცესებზე გაამახვილებს ყურადღებას. გამოსვლაში ხაზგასმული იქნება მშვიდობის დაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. ასევე, საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე. მანამდე კი, ნიუ-იორკში მყოფი ქართული დელეგაცია საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსაც ხვდება, ასევე მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ღონისძიებებში.