პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე

15:01, 22.09.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სტაბილურობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მრავალმხრივი პარტნიორობის აუცილებლობას კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად. პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას. სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მსოფლიო წესრიგზე მზარდი ზეწოლის პირობებში ერთობლივი ძალისხმევის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

მსგავსი