პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე

21:22, 04.05.2026

ევროპელი პოლიტიკური ლიდერები სომხეთში და ახალი გზავნილები საქართველოს მისამართით – თბილისსა და ბრიუსელს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე ერევანში მიმდინარე შეხვედრების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია.

საქართველოს პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ესწრება, რომელშიც ევროკავშირის ხელმძღვანელები და ევროპის ქვეყნების პირველი პირები მონაწილეობენ. გეოპოლიტიკური დაძაბულობის და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო, დღის წესრიგის მთავარი თემა სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ალტერნატიული სავაჭრო გზების მომავალი და დაკავშირების გაძლიერებაა. მაშინ როცა ევროკავშირი ენერგოდამოკიდებულების შემცირების გზებს ეძებს, განიხილება შუა დერეფნის პროექტიც, რომელშიც საქართველოს განსაკუთრებული სატრანზიტო ფუნქცია აქვს. მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სწორედ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. სწორედ სამიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა, რომელიც დღის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოსთან გაუარესებული ურთიერთობის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერი ერთმანეთს პირველად ესაუბრნენ – დიალოგი გაიმართა ორი ქვეყნის პირველ დიპლომატებს შორისაც.

მსგავსი