პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე

12:02, 02.10.2025

კოპენჰაგენში დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიხსნება, რომელსაც სხვა ქვეყნის პირველ პირებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება. რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა. გუშინ კი ირაკლი კობახიძე დანიის მეფისა და დედოფლის მიერ გამართულ მიღებას დაესწრო.

სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ვიზიტს.

მსგავსი