საქართველოს პრემიერი ბათუმში იმყოფება. ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა „ქართული ოცნების“ წევრებთან და მათ აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი წარუდგინა.
დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა მედიასთან გააკეთა კომენტარი.