პრეისტორიული ქსოვილი

11:43, 16.12.2024

ანანაურის ყორღანი მტკვარ-არაქსის კულტურის ეპოქის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. მისი კვლევა ავლენს მდიდარ არქეოლოგიურ მასალას, რომელიც გვეხმარება ბრინჯაოს ხანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის გაგებაში.

ანანაურის ყორღანში აღმოჩენილი მასალა მრავალფეროვანი და გამორჩეულია. აქ ნაპოვნია მეტალისა და კერამიკის განსაკუთრებული ნივთები, ოქროს სამკაულები და ადამიანის ჩონჩხები, როგორც დიდებულების,ისე მათი მსახურების. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქსოვილის ფრაგმენტები, ეს ქსოვილი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე დეკორატიული და რიტუალური დანიშნულებით. აღმოჩენა, რომელიც 4300 წლით თარიღდება, მოწმობს ადრეული ადამიანის ხელოვნების და ყოფითი ცხოვრების მრავალფეროვნებას.

 

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია

მსგავსი