პრაქტიკულ-სიმულაციური სწავლება
ჩემპიონატი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში და ჩატარდა პრაქტიკულ-სიმულაციური სწავლება გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში. ღონისძიება აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს მიეძღვნა. მონაწილეობა სხვადსხვა რეგიოენების წარმომადგენლებმა მიიღეს. გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილების მფლობელებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური თასები და მედლები გადაეცათ. სტუმრებმა, ცენტრის სასწავლო მიმართულებები დაათვალიერეს და პრაქტიკულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. დღის მეორე ნაწილი კი, პრაქტიკულ-სიმულაციურ სწავლებას დაეთმო.