„პრაიდის“ კვირეული დაიწყო

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ხმაურიანი დასაწყისი.

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო. დაძაბულობის ეპიცენტრად იქცა ადგილი, სადაც „პრაიდის“ ფარგლებში ფილმის ჩვენება მიმდინარეობს. პარალელურად ღონისძიების ჩაშლის მიზნით და კვირეულის გაუქმების მოთხოვნით ეწყობა კონტრაქცია. „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პირველად მაშინ, როდესაც კონტრაქციის მონაწილეებმა ჩვენების ადგილამდე მისასვლელი გზის დაკავება და ბლოკირება სცადეს. ისროდნენ ქვებს და კვერცხებს. არიან დაკავებულები. კვირეულის მონაწილეებსა და მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისგან სამართალდამცავთა ცოცხალი ჯაჭვი ჰყოფს. პოლიცია კონტრაქციაზე მისულებს ჩვენებაზე მყოფ პირებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

მარიამ ბერძენიშვილი ადევნებს თვალს ადგილზე მიმდინარე მოვლენებს.