პრაღაში მატარებლების შეჯახების შემდეგ, პოლიციამ სამაშველო ოპერაცია ჩაატარა (ვიდეო)
სოციალურ ქსელში ჩეხეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 17 ნოემბრის დილას, პრაღის მთავარი სარკინიგზო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სეიფერტოვის ქუჩის ესტაკადაზე ორ მატარებელს შორის მომხდარი შეჯახების შედეგად, დაახლოებით 15 ადამიანი დაშავდა.
მედიის ცნობით, სამშაბათს, დილის საათებში სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობდა და შემთხვევის ადგილზე ყველა სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.
ჩეხეთის რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, დაზიანებულ ხაზზე სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა, ხოლო შორ მანძილზე მიმავალი მატარებლები პრაღის სხვა სარკინიგზო სადგურებზე გადამისამართდა.
ეს ვიდეოკადრები შეჯახების ადგილზე ჩატარებულ სამაშველო ოპერაციებს ასახავს.