პონტიფიკოსის განცხადება

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ მზად არის ჩავიდეს კიევში, თუმცა იმ პირობით, თუ მოსკოვშიც ჩავა. ამის შესახებ პონტიფიკოსმა არგენტინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „მე მსურს კიევში წასვლა, თუმცა მოსკოვში წასვლის პირობით. მე ორივე ქვეყანაში ჩავალ ან – არცერთში“, – განაცხადა რომის პაპმა. ამასთან, ფრანცისკეს თქმით, ამჟამად ის ვერ ჩავა მოსკოვში, თუმცა ეს შეუძლებელი არ არის.

„ვიმედოვნებ, რომ ამის განხორციელებას შევძლებთ, თუმცა არანაირი დაპირებები არ არის“.