პოლონეთმა უკრაინას „თეთრი არწივის ორდენი“ ჩამოართვა

პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო უნდა ჩამოერთვას. კიევში ამ ნაბიჯს „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდეს, რომელიც მხოლოდ მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს. ამასთან ერთად უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უარი თქვა პოლონეთის სახელმწიფო ჯილდოებზე. ანალოგიურად მოიქცა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და პოლონეთში უკრაინის ელჩიც. პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების კრიზისი უკავშირდება ზელენსკის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ სახელი დაერქვას. ბევრი პოლონელი უკრაინის მეამბოხეთა არმიას აკისრებს პასუხისმგებლობას მეორე მსოფლიო ომის დროს, ვოლინში პოლონელების მასობრივ მკვლელობებზე, ხოლო უკრაინელების ნაწილისთვის, ეს არმია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოა.