პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოახლოებასთან ერთად 12 პუნქტის მიმართ ინტერესი იზრდება.

თბილისს გერმანიის შემდეგ პოლონეთის პირველი დიპლომატი სტუმრობს. ხვალ კი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის. ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრების მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესია. ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო მინისტერიალიდან რამდენიმე დღეში ილია დარჩიაშვილმა სტატუსის მისაღებად ჩატარებული სამუშაოები პოლონელ კოლეგას დღეს პირადად გააცნო. ზბიგნევ რაუს გზავნილია, რომ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია ტრანსატლანტიკური გაერთიანების ინტერესშიცაა. როგორც ირკვევა, დაისვა კითხვები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზეც. მკაფიო მხარდაჭერის დემონსტრირებასთან ერთად მაღალი რანგის სტუმარმა ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსაც. ხვალ პოლონეთის პირველი დიპლომატი ოპოზიციურ პარტიებს მოუსმენს.