პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება

18:25, 03.05.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ გერმანიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე გადაინაცვლებენ. დონალდ ტუსკმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას. მისივე განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკა არ უნდა ეფუძნებოდეს რომელიმე გავლენიანი ლიდერის მიმართ პირფერობას და საჭიროა ქვეყნებმა მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიციები.

მსგავსი