პოლონელი ევროპარლამენტარი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

21:34, 18.05.2026

შეურაცხმყოფელი და აბსურდული – ასე ფასდება თბილისში, ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული პოლონელი ევროპარლამენტარის  განცხადებები. კშიშტოფ ბრეიზა, რომელიც საქართველოს შესახებ მომზადებული  არაერთი კრიტიკული შინაარსის ანგარიშის თანაავტორია, სოციალურ პლატფორმა „იქსზე“ პოსტების სერიას აქვეყნებს და აცხადებს,  რომ მიხელ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებებით არის დაპატიმრებული. ევროდეპუტატი ყოფილ პრეზიდენტს  გმირად მოიხსენიებს, მის მიმართ გამოტანილ განაჩენს კი ფიქტიურს უწოდებს. ბრეიზას გზავნილებს თბილისში  გამოხმაურება უკვე მოჰყვა, მაშინ როდესაც მიხელ სააკაშვილის პარტიაში ევროდეპუტატის მოსაზრებებს სრულად იზიარებენ, რადიკალურად განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. „ქართულ ოცნებაში“ ევროდეპუტატს დეტალურად ახსენებენ იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის და ამბობენ  რომ ის რაც ევროპაში კორუფციაა, საქართველოში პოლიტიკურ დევნად ვერ ჩაითლება.

მსგავსი