პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

„ქართული ოცნების“ მმართველ ორგანოში ცვლილებებია.

პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 15 წევრამდე შემცირდა. საბჭოში რჩებიან და პარტიულ თანამდებობებს ინარჩუნებენ თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები, უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი. საბჭოს წევრი იქნება პრემიერ-მინისტრიც. ჯამში პოლიტსაბჭო მმართველი გუნდის 14-მა წევრმა დატოვა, მათ შორის არიან ე.წ. ძველი და ახალი დეპუტატები. პარტია ახლა ყრილობისთვის ემზადება, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ.

სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა თემაზე.