პოლიტიკური ტერორიზმის საკითხისადმი მიძღვნილი მინისტერიალი
„პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ ვაშინგტონში გამართული მინისტერიალი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გახსნა. მარკო რუბიომ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით იქმნება ინფრასტრუქტურა, პარტნიორობა და სტრატეგია უკიდურესად მემარცხენე ტერორიზმის დასამარცხებლად. მარკო რუბიოს თქმით, წლების განმავლობაში საოცარი იდეოლოგიური მიკერძოება განსაზღვრავდა იმას, როგორ ხდებოდა საუბარი პოლიტიკურ ძალადობასა და ექსტრემიზმზე.