პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ამნისტიის შესახებ კანონპროექტს სამშაბათს დააინიცირებენ. დოკუმენტი 20 ივნისის საქმეზე დაკავშირებულ პირებს, მათ შორის ნიკა მელიასაც შეეხება, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს გირაოს გადახდა არ სურს. როგორი უნდა იყოს ამნისტიის შესახებ კანონი – ამასთან დაკავშირებით, აზრთასხვადასხვაობაა.
მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.