პოლიტიკური შეფასებები აბაშიძე -კარასინის ონლაინფორმატში გამართულ შეხვედრაზე

15:12, 28.11.2020

პოლიტიკურ სპექტრში აბაშიძე -კარასინის ონლაინფორმატში გამართულ შეხვედრას აფასებენ. ოპოზიცია ქართულ მხარეს არასწორად წარმართული მოლაპარაკებების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც რუსული მხარე კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში აყენებს პირობებს, ქართული მხარე პოზიციების სათანადოდ დაცვას ვერ ახერხებს. ამ კონტექსტში ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს, მაგალითად, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხზე. ოპოზიციაში ასევე საუბრობენ იმ ინფორმაციაზეც, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნდა და სადაც მათ შორის, აღნიშნულია, რომ შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და ნახსენებია გავრილოვის ვიზიტის დროს განვითარებული მოვლენებიც.

მსგავსი