პოლიტიკური შეფასებები
ისევ შეფასებების თემაა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის რეზონანსული ბრალდებები და ამ საკითხზე „ასავალ-დასავალის“ გავრცელებული ინფორმაცია. ოპოზიციის ერთი ნაწილის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მისი და საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების დასაცავად ციხიდან სისტემის მხილება დაიწყო. მეორე ნაწილის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი კორუმპირებულია და როცა დრო მოვა ღარიბაშვილი სამართლიანი სასმართლოს პირობებში გასამართლდება. მმართველ გუნდის მხრიდან კი ირაკლი ღარიბაშვილის და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ბრალდებები ცილისწამებად ფასდება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რეზონანსულ საქმეზე გამოძიების ფარგლებში გამოკითხულმა პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ამ საქმეზე მტკიცებულებები და ფაქტები არ არსებობს.