პოლიტიკური შეფასებები ჯიმ რიშის განცხადებაზე

„ქართული ოცნება“ ცეცხლს ეთამაშება“ –  ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასება ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის განცხადებაზე. მათი განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნისა და 5 ივლისის თემები ის საკითხებია, რასაც ამერიკა სანქციებით, მათ შორის პერსონალური სანქციებით უპასუხებს.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ამერიკისგან ჯანსაღი კრიტიკისა და რეკომენდაციების მიმღებლობა აქვთ, თუმცა ამ შემთხვევაში, ჯიმ რიში შეცდომაშია შეყვანილი და მას არასწორი ინფორმაცია აქვს. ამასთან, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ 5 ივლისის მოვლენები გამოსაძიებელია, თუმცა მოსამართლეების დანიშვნა მიშელის დოკუმენტის დარღვევა არ ყოფილა.