პოლიტიკური შეფასებები

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ ბათუმში გამართულ ხალხმრავალ აქციასთან დაკავშირებით, კომენტარები დღეს მმართველი გუნდის წევრებმაც გააკეთეს. ჟურნალისტების შეკითხვებს უმრავლესობის წარმომადგენლებმა სამეგრელოში უპასუხეს, სადაც აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ალექსანდრე მოწერელიას წარადგენენ.