პოლიტიკური შეფასებები

პოლიტიკურ სპექტრში საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას გამოხმაურებები მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საბჭო აქამდეც უნდა შეკრებილიყო. ამასთან, აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს. მმართველი გუნდისთვის, ოპონენტების კრიტიკა, სხდომის გამართვის დროსთან დაკავშირებით, გაუგებარია.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ოფიციალური თბილისის პოზიციას საერთაშორისო თანამეგობრობას ინტენსიურად აწვდის. დაპირისპირებულ მხარეებს კი კონფლიქტის მშვიდობის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.