პოლიტიკური პროცესები საქართველოში და აშშ-ის ელჩის შეფასება 

პოლიტიკოსების მიერ სხვადასხვანაირად აღქმული დიპლომატიური გზავნილები.

აშშ-ის ელჩის განცხადებების მიღმა მმართველი გუნდი და ოპოზიცია ურთიერთგამომრიცხავ მინიშნებებს კითხულობენ. ოპოზიციური პარტიები კელი დეგნანთან ჩაწერილი ინტერვიუს იმ ნაწილზე აკეთებენ აქცენტს, სადაც ის საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ სერიოზულ დარღვევებსა და გასაჩივრების დროს გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობდა. მმართველი გუნდი კი იმ განცხადებებს გამოყოფს, სადაც ელჩი ახალი საარჩევნო სისტემის მისაღწევად პარლამენტში ყველა მხარის მუშაობაზე და ცვლილებებისთვის სწორედ პარლამენტის შიგნიდან ბრძოლის აუცილებლობაზე მიუთითებდა. ამავე ინტერვიუში დეგნანმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონ-პროექტები ნეგატიურად შეაფასა. იმის მიუხედავად, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი იგვიანებს, ამერიკის ელჩი ფიქრობს, რომ სიტუაცია ჯერ ჩიხში შესული არ არის.