პოლიტიკური პარტიების შეხვედრა პრეზიდენტთან

მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებიდან ხუთი დღის თავზე, პრეზიდენტი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ათონელის რეზიდენციაში დილიდან ოპოზიციის ყველა ის ლიდერი მივიდა, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა. ოპოზიციასთან შეხვედრებს შორის კი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებსაც ხვდებოდა. ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელიც დღეს მიწვევის მიუხედავად პრეზიდენტის სასახლეში არ მისულა, გიორგი ვაშაძეა. პოლიტიკური სპექტრი ახლა პრეზიდენტის განცხადებას ელოდება. დოკუმენტის  ანულირებიდან დღემდე, სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია, რომელიც შეთანხმების ავტორ შარლ მიშელს შეხვდა, თუმცა მას ამ დრომდე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

დატოვე კომენტარი