პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 
ამ წუთებში ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საეკლესიო პირების გამოსვლა  და უნგრეთის, საქართველოსა და  ჩეხეთის პრემიერ-მინისტრების მიმართვები. მანამდე კი უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში.