პოლიტიკური კრიზისი პოლონეთში

21:40, 17.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო დაწყებული უთანხმოების გამო პოლონეთი მწვავე პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

ახლად არჩეულ მოსამართლეთა უფლებამოსილების საკითხი, რომელიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა, ამ დრომდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალის ანგარიშების გაყინვის საფრთხე გაჩნდა. ამ მექანიზმის გამოყენებას ეროვნული ბანკი აპირებს, რომელიც ტრიბუნალს საბანკო მომსახურებას უწევს. სახელისუფლებო შტოები სასამართლოში მთავრობის და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოსამართლეების უფლებამოსილებებზე ვერ თანხმდებიან. მთავრობის მიერ წარდგენილი და პარლამენტის მიერ დამტკიცებული ოთხი ახალი მოსამართლის უფლებამოსილების ცნობაზე პრეზიდენტი უარს ამბობს და მთავრობას სასამართლოზე გავლენის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს.

მსგავსი