პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში

პოლიტიკური კრიზისია შექმნილი მოლდოვაში. ქვეყანას ორი მთავრობა ჰყავს. ერთს სათავეში წინა მთავრობის პრემიერი უდგას, მეორეს კი ახალი სამთავრობო კოალიციის წევრი და განათლების ყოფილი მინისტრი.

ორი მთავრობა ერთმანეთს არ აღიარებს და ძალაუფლების დათმობას არ აპირებს. ვითარებას ამწვავებს ისიც, რომ პრეზიდენტი იგორ დოდონი ახალ მთავრობას უჭერს მხარს, საკონსტიტუციო სასამართლო კი კანონიერად წინა ხელისუფლებას აღიარებს.

მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას და სიტუაციის განმუხტვას საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს.