პოლიტიკური კონსულტაციები ოპოზიციაში
თვითმმართველობის არჩევნებამდე 52 დღით ადრე ოპოზიციის ნაწილის საარჩევნო სტრატეგია ცნობილი ხდება.
2 ოქტომბერს გამარჯვებისთვის ერთიან ბრძოლას აპირებენ „ევროპული საქართველო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და პარტია „დროა“. პარტიებში უკვე შეთანხმდნენ, რომ დედაქალაქის მაჟორიტარულ ოლქებში მხარს ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭერენ. ამ სამი პარტიის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაც ექნება. მოახერხებს თუ არა ეს ოთხი პარტია ერთიანობის შენარჩუნებას რეგიონების კანდიდატებზე, ჯერ უცნობია. რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიას, უკვე ცნობილია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ კოალიციას არავისთან გეგმავს და 2 ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებლად იბრძოლებს. საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაში. „ლელო“ ისევ აქტიური კონსულტაციების რეჟიმშია.