პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

პოლიტიკური დებატებით გაიხსნა დღევანდელი პლენარული სხდომა. სხდომაზე იყო ბრალდებები პოლიტიკურ მხარეებს შორის, მათ შორის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. უმრავლესობამ ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულა, ოპოზიციამ კი აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.