პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, აუცილებელია, რომ საზოგადოება დაელოდოს გამოძიების დასრულებას.
დეპუტატების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მათი თქმით, გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და დადგინდეს, ვისი ინიციატივით გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.