ოპოზიცია დედაქალაქის მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, კახა კალაძე საკრებულოში უნდა მივიდეს და დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხება. მმართველი გუნდის ოპონენტები მერიაში არსებულ კორუფციულ საქმეებზე მიუთითებენ. „პარტია საქართველოს“ ინიციატივით, აუცილებელია ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაც.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გამოძიების პირველივე დღეებში, მომხდართან დაკავშირებით, ცხრა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა და ახლა კალაძის გადადგომაზე საუბარი უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.