პოლიტიკური დებატები პარლამენტში

ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის და კითხვა-პასუხის შემდეგ პარლამენტში პოლიტიკური დებატები დაიწყო.

ფრაქციების და კომიტეტების თავმჯდომარეების გამოსვლები ამ წუთებშიც გრძელდება. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკუთარი დრო ისევ ხორავას ქუჩის საქმეზე და ველისციხის ინციდენტებზე საუბრისთვის და მინისტრის მწვავე კრიტიკისთვის გამოიყენეს. სწორედ დებატების დროს გახდა ცნობილი 16 დეკემბრის მოვლენებზე კიდევ ერთი პირის დაკავება, რომელსაც დეპუტატებზე თავდასხმას ედავებიან.

თეონა მანაგაძე ადევნებს თვალს სხდომათა დარბაზში გამოსვლებს.