პოლიტიკური დაპირისპირება პარლამენტში 

მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა პარლამენტის დღევანდელი სხდომა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დებატების მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენა გახდა. ოპონენტებმა პროცესი ფარსად შეაფასეს. სიტუაცია დარბაზში კიდევ ერთხელ მაშინ დაიძაბა, როცა ხელისუფლება მმართველობის 7 წელს აჯამებდა. ხმაური მოჰყვა 2009 წლის მუხროვანის ამბოხის ხსენებასაც. ურთიერთდაპირისპირების მთავარი მონაწილეები გიგა ბოკერია და ადა მარშანია იყვნენ.