პოლიტიკური დაძაბულობა პოლონეთ-უკრაინას შორის
პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება.
ქალაქ გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე პოლონეთის პრეზიდენტს მოსაწვევი არ გაუგზავნეს. ღონისძიებაზე არც ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება – მის ნაცვლად გდანსკში უკრაინის პრემიერი ჩავა. მიზეზი, რის გამოც ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, ქვეყნის უახლეს ისტორიას, კერძოდ, მეორე მსოფლიოს ომის დროს განვითარებული მოვლენებს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ უკრაინის პირველმა პირმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს უკრაინელი მეამბოხეების არმიის გმირების სახელწოდება მიანიჭა, რასაც პოლონეთში უკმაყოფილება მოჰყვა – პროტესტი უკრაინის პრეზიდენტისთვის პოლონეთის უმაღლესი ჯილდოს ჩამორთმევით დასრულდა.
83 წლის წინ პოლონელებით დასახლებულ ქალაქ ვოლინში და სხვა დასახლებებში უკრაინის აჯანყებულთა არმიის ქმედებებს ოფიციალური ვარშავა გენოციდად აფასებს და შესაბამისი აქტი საპარლამენტო დონეზეც აქვს მიღებული. განსხვავებულია უკრაინის შეფასება.