პოლიტიკოსებისთვის შეფარდებული პატიმრობა – შეფასებები
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის პოლიტიკოსების დაკავებები კვლავ შეფასებების თემაა. ოპოზიციაში სასამართლო განაჩენებს უსამართლოს და პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. ისინი ამ ფონზე ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ და მთავარ ბერკეტად ერთიანობას ასახელებენ. განსხვავებულად ფიქრობენ მმართველ გუნდში, სადაც მიაჩნიათ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.
დაკავებულები არიან გიორგი ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი. ნაწილს 7 ნაწილ კი 8-თვიანი პატიმრობა, ასევე გარკვეული დროით პოლიტიკური თანამდებობის დაკავება ეკრძალება.