პოლიტიკოსების განცხადებები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში დაბრუნებულიყო,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ყველა საერთაშორისო ფორმატში იმ საკითხების წამოწევას, რომელიც ოკუპაციას ახლავს თან.

საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა და უმაღლესი დონის შეხვედრა გამოიყენა ამ საკითხის დასაყენებლად.

შეფასებები გაკეთდა ოპოზიციის მხრიდანაც. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მათი ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს.