პოლიციის აკადემია სტატუსს იცვლის

პოლიციის აკადემიაში ცვლილებებია.

სასწავლებელი, რომელიც მომავალ პოლიციელებს ამზადებს, სწავლის მრავალწლიან სისტემას ცვლის და მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე გადადის. მსურველებს აკადემიაში მოსახვედრად და სასურველი სამუშაო პოზიციების დასაკავებლად ახალი ეტაპების გავლა მოუწევთ.

გენო ოსიყმაშვილი დაინტერესდა, რა გახდა დაანონსებული ცვლილებების მიზეზი და რა ბედი ეწევათ მათ, ვინც პოლიციის აკადემიაში უმაღლეს განათლებას იღებს.