პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებმაც მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინეს, ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
პოლიციელის პროფესიული დღის აღსანიშნად ღონისძიებები გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი – კახა კალაძე, მთავრობის წევრები, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ.