ხელთუბანში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულთაგან სამ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა ბრალი, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ ბრალდებულს კი 353 პრიმა მუხლის მე-2 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, აღნიშნული კი სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა 16 ივლისს მოდა. სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა. არასრულწლოვანმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბლაგვი საგნით და დანით სამი პოლიციელი დაჭრეს.