პოლიციამ თემქაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

პოლიციამ თემქაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების სამი წევრი.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი ოჯახი მათ ცივი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს. ამის შემდეგ კი გაქცევას ცდილობდნენ, რა დროსაც იმავე კორპუსში მცხოვრებმა პირმა, ერთ-ერთი თავდამსხმელის შეჩერება შეძლო, ის პოლიციამ ადგილზე დააკავა. დანარჩენი ორი პირის ვინაობა კი მალევე დადგინდა.

სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ მიმდებარედ ერთ-ერთმა „მაკაროვი“-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, პოლიციელების მიმართულებით ისროლა, თუმცა ის ადგილზე აიყვანეს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს მესამე პირიც, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.