სპორტსმენ ბექა ონიანზე თავდასხმის ფაქტზე, პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა ონიანზე, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება. ბრალდებული სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.