პოლიციამ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

18:18, 27.01.2019

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო პოლიციამ ქვემო ქართლში.

საქმეზე ერთი პირია დაკავებული. მისი ჩხრეკისას 10 შეკვრად დაფასოებული, ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.

დანაშაულის დამტკიცების შემთხევაში დაკავებულს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი