პოლიციამ კასპში მომხდარი ქურდობის სამი ფაქტი გახსნა

პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი ქურდობის სამი ფაქტი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში მოქალაქეების კუთვნილ საცავსა და ორ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია და იქ არსებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს ფარულად დაეუფლა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.